ბოლო ცნობები გურიიდან - რა ვითარებაა ახლა ადგილზე

გურია

გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გამო მდგომარეობა ჯერ ისევ რთული რჩება.

საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზარალებულ რეგიონში ელექტროენერგიის აღდგენა და სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალური გზების გაწმენდაა, რათა მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. ამ მიზნით გურიის რეგიონში მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის პროცესში ჩაერთო.

გაწმენდითი სამუშაოები ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებში, იქ სადაც თოვლის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთან შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.