„ბოდიში მოიხადა და ბროლის კურდღელი აჩუქა გენრიეტას“ - რა ისტორიას იხსენებს ანასტასია ბენდუქიძე

ანასტასია ბენდუქიძე

51 წლის ასაკში გარდაცვლილ ცნობილ რადიოლოგს, გენრიეტა გაგოშიძეს კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე იხსენებს.

„გამიმართლა, რომ ჩემი ორსულობა ჩავატარე გენრიეტა გაგოშიძესთან... მის გარდა სხვა ექიმთან არ მივსულვარ. მალევე გავიგე, რომ გენრიეტა იყო არაჩვეულებრივი ექიმი - ეკრანზე იყო გაუგებარი თეთრი ლაქა და მითხრა, რომ ბავშვი არის 4 თვისო, ყველაფერი კარგადაო და ტუჩის ნაპრალი (заячья губа) არ აქვსო.

ვერ წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლება რომ გაიგოს, აქვს თუ არა ამ ლაქს რამე ტუჩზე, და საერთოდ ტუჩი სად დაინახა.. აღმოჩნდა რომ 90-იანი წლებში გენრიეტა მუშაობდა ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში რადიოლოგად, სადაც დაინახა ალბათ ყველა ანომალია, რაც ორსულებში არსებობს, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონალური ცენტრი უკრაინაში.

როცა გენრიეტა დაბრუნდა საქართველოში იყო პირველი რადიოლოგი, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში ორსულობის მე-4 თვეში ექოსკოპიაზე ტუჩის ნაპრალი დაადგინა (წარმოიდგინეთ, რა ექოსკოპიის აპარატი იყო მაგ დროს საქართველოში). ექიმმა, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა, გენრიეტას უთხრა, რას ხედავთ მანდო, სისულელეს ნუ ამბობთო.

როდესაც ბავშვი მართლაც ტუჩის ნაპრალით დაიბადა, ექიმმა ბოდიში მოიხადა და ბროლის კურდღელი აჩუქა გენრიეტას ნიჭის პატივისცემის ნიშნად.

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა თავისი დროის ნამდვილი გმირი, საოცარი ექიმი და უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ გენრიეტა სულ მუშაობდა, მაინც ყოველთვის უთმობდა დროს თავის გადასარევ ოჯახს - დათოს, მარიამს და ლიზის. ძალიან წუხს მთელი ჩვენი ოჯახი... ხსოვნა იყოს გენრიეტასს“ - წერს ანასტასია ბენდუქიძე.