წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, ვინაიდან შეუძლებელია ასე ცხოვრება, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ბექა ბექაიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე.
„გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ. ტურიზმი აღარ ჩამოდის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და პერსპექტივა არ ჩანს. მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, ვინაიდან შეუძლებელია ასე ცხოვრება“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, შეიძლება ამის ერთ-ერთი გამოსავალი იყოს არჩევნები.
„დაველოდოთ რას იტყვის პრემიერი“, - განაცხადა ბექა ბექაიამ.