მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
25 წლის ბიჭი, რომელსაც ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა, კლინიკიდან გაეწერა. ინფორმაციას ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
„წარმატებული მკურნალობის შედეგი - 25 წლის ბიჭი, რომელსაც ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა, ოჯახში გავაცილეთ.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას კრიტიკულად მძიმე იყო, ჩაუტარდა ოპერაცია. ხანგრძლივი მკურნალობა გაგრძელდა რეანიმაციის დეპარტამენტში.
პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა დეპარტამენტების (ემერჯენსი, ქირურგია, ანესთეზია, რეანიმაცია, რადიოლოგია) გუნდის წევრები"- წერს კლინიკა.
შეგახსენებთ, 25 წლის ბიჭს მანქანა 17 ივნისს დაეცა. შემთხვევა ხულოში მოხდა.