ვინ არის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის რჩეული - რა კადრები ვრცელდება
1758740862
ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი ამბობს, რომ წონაში დაკლება არც ისე რთულია, თუ გეცოდინება რომელი კერძი როდის და როგორ მიიღო. ამის შესახებ ხალხური მედიცინის სპეციალისტი ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ მხოლოდ მცირედი შესწორება კვებაში დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში:
„ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება იმ შემთხვევაში, როცა იცით რა დროს რა ჭამოთ. ყველანაირ საკვებს შეეხება, არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი…
მე თუ კვებას დავიწყებ პურით, მაშინ გავსუქდები, მაგრამ თუ ბოსტნეულით (უჯრედისი) დავიწყებ კვებას, შემდეგ კვერცხს (პროტეინი) მივაყოლებ, კარტოფილის კერძს, ყაბაყს (ცხიმები და ნახშირწყლები) და ბოლოს შევჭამ პურს, (ნახშირწყლებს) მაშინ არ გასუქდებით. წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბევრმა არ იცის რა ჭამოს ან როდის უნდა ჭამოს. მხოლოდ მცირედი შესწორება კვებაში დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში“, – ამბობს არუნ ხათრი.