„საწოვარა მოზრდილებისთვის" - ჩინეთში მოსახლეობამ სტრესთან საბრძოლველად უჩვეულო გზას მიმართა

ჩინეთი

„საწოვარა მოზრდილებისთვის" - ჩინეთში მოსახლეობამ სტრესთან საბრძოლველად უჩვეულო გზას მიმართა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში  ზრდასრულებისთვის განკუთვნილი საწოვარები დიდი პოპულარობით  სარგებლობს. როგორც უცხოური  გამოცემები წერენ,  სილიკონისა თუ რეზინისგან დამზადებული საწოვარები ზრდასრულებს სტრესის შემსუბუქებაში, მოწევისთვის თავის დანებებასა და ძილის გაუმჯობესებაში ეხმარება.

მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნავს იმასაც, რომ საწოვარა მათ შფოთვისა და დაძაბულობის შემსუბუქებაში ეხმარება. თუმცა, როგორც  ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, საწოვარას ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, ისეთი სერიოზული პრობლემები შექმნას, როგორებიც : კბილების არასწორი განლაგება, ყბის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება. სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, სტრესთან გამკლავებისთვის უფრო ჯანსაღი ალტერნატივები მოძებნონ.