პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მზია ბიბიჩაძე, რომელიც 27 წელია ემიგრაციაში იმყოფებოდა ოქროს მედალოსანი შვილის საგულშემატკივროდ სპეციალურად ჩამოვიდა.
„ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის ძალიან დიდი დატვირთვა და სტრესია. რაღაც იმედი და სტიმულია, როცა იცის შვილმა, რომ გარეთ დედა ელოდება. ჩემი შვილი ოქროს მედალოსანია და მაღალ ქულებს ველოდებით. 27 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. პერიოდულად ჩამოვდივარ. ჩემი შვილი იქ, საბერძნეთში დაიბადა, მაგრამ მინდოდა, რომ საქართველოსთან კავშირი არ დაეკარგა. 2 თვის იყო რომ ჩამოვედით. მერე ისევ წასვლა მომიწია და დედაჩემმა გაზარდა. როგორც ყველა ემიგრანტი დედა, მეც ვერ დავესწარი მისი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან მომენტს. არ ვიყავი აქეთ, როცა სკოლაში წავიდა. ახლა ვთქვი, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, ამასაც ვერ გამოვტოვებ-მეთქი. სკოლის დამთავრებას დავესწარი, ახლა გამოცდებს და უმაღლესში ჩარიცხვის მომენტს დავესწრები. მერე ისევ მომიწევს წასვლა“, – ამბობს მზია ბიბიჩაძე Edus.aris-სთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნათლობის შემდეგ გამართულ ვახშამზე, ირაკლი მაქაცარიამ მეუღლეს მიმართა