VIDEO: როგორ გამოიყურება ტრაგედიის ადგილი ახლა, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელი დაიღუპა - მეგობრებმა ბურთი და ყვავილები მიიტანეს

ტრაგედიის ადგილი

ტრაგედიის ადგილზე, გარდაცვლილი სპორტსმენის ახლობლებმა და მეგობრებმა სანთლები, ყვავილები და სიმბოლურად კალათბურთის ბურთი მიიტანეს.

წყნეთში, შერვაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს უბედურ შემთხვევაზე საუბარი დღესაც უჭირთ. "კურიერის" კამერასთან იხსენებენ რომ სკვერის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ფანჩატურში ელექტროგაყვანილობა უკვე გაკეთებული იყო.

წუთიერი დუმილით და ოჯახის მისამძიმრებით დაიწყო, დღეს, კახა კალაძემ მთავრობის სხდომა. დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ფანჩატურში ელექტროსადენების დაერთებაზე მერიის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა. მერიაში აკონკრეტებენ, რომ საქალაქო მნიშვნელობის სივრცეების გარდა, დენის წყარო პავილიონებს არ აქვს და ამ შემთხვევაშიც, დაერთება თვითნებურად მოხდა.

ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ ტრაგედიაზე, ამას გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. საქმეზე ჩატარებულია ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

გამოძიების დასრულებას ელოდებიან თბილისის მერიაშიც. მუნიციპალურ სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევაზე პასუხისმგებლები ის პირები არიან, რომლებმაც სკვერში ელექტროგაყვანილობა მერიისგან დამოუკიდებლად, ნებართვის გარეშე გაიყვანეს.

15 წლის მოზარდს, დენმა ფანჩატურში თამაშის დროს დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმეზე გამოძიებას სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აწარმოებს. სკვერში, სადაც ტრაგედია მოხდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს "შპს კვადრელი" ასრულებს, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი როგორც მერიაში ამბობენ, კომპანიას ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: როგორ გამოიყურება ტრაგედიის ადგილი ახლა, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელი დაიღუპა

VIDEO: როგორი სახლი აქვს დიღომში ხვიჩა კვარაცხელიას

„სულ წევს... აღარ ჭამს, გული მიკვდება“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე

“მინდა მომისმინოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია..." - ლიზა ყენია