დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, დეა ხიდაშელი შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების კამპანიის ინიციატივით გამოდის და კომპანიებს მიმართავს.
„ჩემო მეგობრებო, იმედი მაქვს, სიხარულით და ბავშვური მონდომებით ემზადებით ახალი წლის აღსანიშნავად... რაღაც მინდა გთხოვოთ და იმედი მაქვს, მხარს ამიბამთ და ამ ფაქტით გამაბედნიერებთ! ბევრი ახალგაზრდა დედიკო მწერს, გაუსაძლის ფინანსურ მდგომარეობაზე და ბავშვისთვის არასაკმარის საკვებზე, საფენებზე და ა.შ
მე შემიძლია კომპანიებს დაგეხმაროთ ამ საახალწლოდ და სრულიად უფასოდ დავარეკლამო თქვენი პროდუქცია ჩემს პირად გვერდებზე, თუ თქვენ დამეხმარებით და ახალ წლამდე ჩემს მიერ გადმოცემულ მისამართებზე ამ ქალბატონებს და მათ შვილებს გაუგზავნით საბავშვო პროდუქციას, საჩუქრებს და ა.შ.
ვეცდები, ჩემი facebook-ის და instagram გვერდებით გავაგებინო ყველას, რა მაგრები ხართ და რომ კარგი კომპანიების მიღმა კარგი ადამიანებიც იმალებიან. მადლობა წინასწარ და ძალიან გამიხარდება, თუ ამ მხრივ ვითანამშრომლებთ!
მე მზად ვარ, მეგობრობისთვის და მეგობრობით ერთად შევძლებთ გავაბედნიეროთ ახალგაზრდა დედები და პატარა ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან. მიყვარხართ და გისურვებთ ყველაზე ბედნიერ ახალ წელს. ა... ასე ცეკვავდა, პატარა დეა ახალ წელს.“ - წერს ბაგირა და ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.