საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
გავრცელებულ ინფორმაციას ლიზა ქისტაურის მოკვლის შესახებ, ბელგიის პოლიცია ჯერ არ ადასტურებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ლიზას გარდაცვალებას არ ადასტურებს არც დედამისი. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, დედამ კომენტარი „რადიო თავისუფლებასთან“ გააკეთა.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთან, ლიზა ქისტაურთან კომუნიკაცია მის ნაცნობებს რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ.
ლიზა ქისტაურის ბოლო აქტივობა სოციალურ მედიაში 25 დეკემბერს ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოა, რომელიც აღწერის მიხედვით, მის მეუღლეს ეძღვნება.