პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა.
იგი ხალხს განსაკუთრებული მოსაზრებებით ყოველთვის თავს ამახსოვრებს.
ერთ-ერთი დილის გადაცემაში, მეუფე ნიკოლოზი ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც პატარა იყო, უნდოდა ტაქსის მძღოლი გამოსულიყო.
„ვიყავი მეექვსე კლასში, როდესაც დედაჩემს დავაწერინე ხელწერილი, რომ მე თუ ფრიადოსანი მოსწავლე ვიქნებოდი, ისინი შეასრულებდნენ ჩემს სურვილს. მე მინდოდა მემუშავა და ტაქსის მძღოლი ვყოფილიყავი. ტაქსი იმის საშუალებას მომცემდა, რომ მგზავრი სადმე წამეყვანა, მოვმსახურებოდი და კარგი ურთიერთობა დამემყარებინა მათთან.
ფაქტობრივად, ეს ოცნება შემისრულდა - მანქანასაც ვატარებ და რაც მთავარია, ადამიანებთან ურთიერთობაშიც შევდივარ და ვესაუბრები“,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.