„ბავშვი სახლთან თამაშობდა, როცა მანქანამ დაარტყა...“ - მრავალშვილიან ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება

მრალავშვილიანი ოჯახი

ეკა თაბუკაშვილი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ წერს, რომელსაც დახმარება სჭირდება.

„ახალი წელი მოდის, ჩვენს გარშემო კი ძალიან ბევრი გაჭირვებული ოჯახია სადაც მშობელს იმის საშუალებაც კი არ აქვს რომ შვილს თუნდაც კანფეტი უყიდოს და გაახაროს.

ყოველ ჯერზე, როცა მივდივარ სოც. დაუცველ ოჯახში ვამბობ ხოლმე, ამაზე მეტი გაჭირვება სადღა უნდა დამხვდეს-თქო, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ის შემთხვევაა როცა სიტყვებით რთულია აღწერო ამ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია და 5 ბავშვის გარემო რა პირობებშიც ისინი იზრდებიან.

ამ თავშესაფრიდანაც ასახლებენ, უნდა გავყიდოთო, ეუბნებიან.

შარშან 8 წლის გიორგი სახლთან ახლოს თამაშობდა როცა მანქანამ დაარტყა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. დეტალები იმდენად რთული მოსასმენი იყო, რომ არ დავწერ, არ მინდა დაგამძიმოთ ... გიორგის დარჩა 5 დედმამიშვილი:

2 წლის - მარიამი

5 წლის - გაბრიელი

6 წლის - ლევანი (პირველ კლასელია)

13 წლის - ბექა (მე-8 კლასელი)

15 წლის - გვანცა (მე-10 კლასელი)

ოჯახს ყველაზე ძალიან სჭირდება საკვები, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები. როცა ვკითხე, რით შემიძლია დაგეხმაროთ, რა გჭირდებათ-მეთქი, არ გვინდა სხვამ მოაკლოს მის შვილს ჩვენს გამო, თუ ვინმე რამეს გაიმეტებს, რაც არ სჭირდებათ მაგაზეც მადლიერი ვიქნებითო.

მეგობრებო, ჩვენ არაერთ ადამიანს დავხმარებივართ ერთად და გაგვიხარებია, დღეს ამ პატარებს სჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა, რომ თუნდაც ახალი წლის დღეები გავულამაზოთ და დავავიწყოთ მათი გაჭირვება.

ვაგროვებ საკვებს, ნივთებს, სათამაშოებს, წიგნებს, ჭურჭელს, პირველადი მოხმარების მედიკამენტებს. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ დახმარების და მოწოდებას ვერ ახერხებთ, მე შეგხვდებით.

p.s. მეგობრებო, ამ ოჯახს სოც. დახმარება აქვს და ჩარიცხვები რომ დაუფიქსირდეს შეიძლება მოუხსნან დახმარება.
თქვენი თხოვნით ვდებ ჩემი ანგარიშის ნომერს“:

ეკატერინე თაბუკაშვილი

საქართველოს ბანკი:

GE07BG0000000340240600