1740388520
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ინფორმაციას ავრცელებს:
„ამ დროისთვის მდგომარეობა ასეთია: გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯია აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
ეს ამბავი გუშინ საღამოს, 6 საათისთვის მოხდა და მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია მედიებს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
მუდმივ კონტაქტზე ვართ, რომ თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ, დამიკავშირდით ნებისმიერ დროს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.