ბათუმი-თბილისის მატარებელი კაცს დაეჯახა

policiis lenti

ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა თბილისის სადგურთან მოხდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს" საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, კაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ამ წუთებში, შესაბამისი პროცედურების გავლა მიმდინარეობს.  

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.