ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. თემაზე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და განხილვები მიმდინარეობს.
მომსახურების სააგენტოში ფიქრობენ, რომ ავტოსკოლებისთვის გარკვეული მოთხოვნები, სწავლების ხარისხზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
„ავტოსკოლები კერძო ბიზნესის სექტორია, თავისუფალია ეს ბაზარი და ნებისმიერს შეუძლია ასწავლოს. მოიმატა თუ მოიკლო მათმა რაოდენობამ, ამ თემაზე არ ვფლობთ ინფორმაციას, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე. მომზადებულია ავტოსკოლებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც განხილვაშია ამჟამად და როგორც კი იქნება მზად, შევატყობინებთ სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა მათ ამის შესახებ უკვე იციან.
პროექტის დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან განხილვის პროცესშია, ზოგიერთი შეიძლება დარჩეს ან შეიცვალოს, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია რა დარჩება. ვადებზეც არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა განხილვაშია და დადგენილების პროექტი მზად არის,“ - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში იმედა მაკასარაშვილმა.