ავარია რუსთავი - თბილისის მაგისტრალზე | ვითარება ადგილზე

avaria

რუსთავი - თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.