ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
1764846377
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სასარგებლო რეზოლუციებს, იმის მიუხედავად, რომ კიევი უპრეცედენტო ანტიქართულ პროპაგანდას ატარებს. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გაეროს ბოლო რეზოლუციაზე საუბრისას გააკეთა.
„ვიღებთ უკრაინიდან ინფორმაციას, რომ ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც უკრაინაში წარმოებს, უპრეცედენტოა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ არა მარტო ამ ბოლო რეზოლუციას, არამედ მთელ რიგ რეზოლუციებსა და პოლიტიკურ დემარშებს დაუჭირა მხარი - ღიად და გაბედულად, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ გაბედა. მათ შორის, მთელ რიგ საკითხებზე თავი შეიკავა მოლდოვამ, მაგრამ მოლდოვას არავინ ედავება, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქართველოა სამიზნე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა. საქართველოს მკაფიო პოზიციის ფონზე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ ასობით რეზოლუციაზე მიერთებას გულისხმობს, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.