VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
GWP-ი მოსახლეობას აფრთხილებს
,,ხვალ, 17 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 17 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 17 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:გორგასლის N 22-28 (ლუწებს), N 73; გულუას N 10 და გიორგი გურამიშვილის ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.