„პირველივე სამუშაო დღეს გარდაიცვალა…“ - ტრაგედია სვანეთში
1754942229
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს.
ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია.
ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის“, – აღნიშნულია ილია თოფურიას „ინსტაგრამის“ სთორიში.