აშშ-ში Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები დაასახელეს

Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები

სანტა-მონიკაში Critics Choice Awards დაჯილდოების 31-ე ცერემონია გაიმართა, რომელზეც წლის საუკეთესო ფილმად „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ დაასახელეს. სურათმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციებში „საუკეთესო რეჟისორი“ (პოლ ტომას ანდერსონი) და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“.

ფილმმა „ცოდვილნი“ მიიღო ჯილდო ორიგინალური სცენარისთვის, მსახიობთა ანსამბლისთვისა და საუნდტრეკისთვის. 20 წლის მაილზ კეტონი, რომელმაც სურათში ითამაშა, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს.

საუკეთესო სიმღერად Golden-ი დასახელდა, „კეი პოპ დემონებზე მონადირეებიდან“, ამ მულტფილმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“.

გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.