აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე დააკავეს

გუჯაბიძე

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე დააკავეს.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუჯაბიძე იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც ავარიაში მონაწილეობდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ინდიანას შტატში, ბუნის ოლქში მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის იყო სამხედრო მანქანა, რომელსაც ოთხი გვარდიელი გადაჰყავდა. სამი მათგანი მძიმედ დაშავდა, ერთი - 23 წლის ტერი ფრაი კი გარდაიცვალა. ამერიკული მედია აკონკრეტებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა 56 წლის ქართველი დამნაშავე ავარიაში, თუმცა ის საემიგრაციო სამსახურმა მაინც დააკავა, რადგან ამერიკაში არალეგალურად იმყოფებოდა.