თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ
1757014500
სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში "შუადღე" როგორც სახლში დამზადებული, ასევე ნაყიდი კონსერვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და განმარტავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ:
- როდესაც კონსერვებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დაავადება ბოტულიზმი გვახსენდება. ბოტულიზმი შესაძლოა, შებოლილი პროდუქტების გამოყენებამაც გამოიწვიოს. თუმცა, ვთქვათ, რატომ ვაკავშირებთ ამ დაავადებას პირდაპირ კონსერვებთან - ბაქტერია, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს. ისეთ გარემოში, როგორიც, მაგალითად, დახუფულ კონსერვშია. გარდა ამისა, ობის სოკოებიც უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, კონსერვის გახსნისას თავზე გვინახავს ობი, რომელსაც მოაშორებენ ხოლმე და შემდეგ პროდუქტს ჩვეულებრივად მიირთმევენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
პირველ რიგში, რაც სახლში დამზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აუცილებლად საღი პროდუქტი გამოვიყენოთ. თითოეული ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი, თუ სხვა სათითაოდ უნდა იყოს გადარჩეული. ლპობის პროცესი თუ ერთ პროდუქტში მაინცაა დაწყებული, მთელ კონსერვს გაგვიფუჭებს და ობის სოკოებიც გაჩნდება.
ძალიან ბევრი სახეობის სოკო არსებობს. 250-მდე მათგანი ტოქსინებს გამოჰყოფს, რაც ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან საშიშია. მიკოტოქსინებს ყველას თავისი სამიზნე აქვს. თუ ის ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს, შეიძლება, დნმ-ს ცვლილებაც კი გამოიწვიოს. თუ ამას სისტემატური ხასიათი აქვს, წლებია, კონსერვებს მივირთმევთ და შეგვხვედრია ხშირად ობიანი პროდუქტი, ობი მოგვიშორებია, შემდეგ გაგვიგრძელებია ჭამა, ის ტოქსინები, ობის სოკოზე მეტად საშიშია. შესაძლოა, ინტოქსიკაცია მაშინვე არ გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ღვიძლის, თირკმელების, შარდ-სასქესო სისტემების პრობლემები შეგვიქმნას. არც გახსნის შემდეგ დაგროვილი ობის მოშორება და შემდეგ პროდუქტის მირთმევაა გამართლებული, ვერ გამოვიცნობთ, როგორი ტიპის სოკოა. არსებობს სოკოები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისათვის ტოქსიკური არ არის. მაგრამ, ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ამას ვერ დავადგენთ. ამიტომაც, წამოდუღებას აზრი არ აქვს, მთლიანად უნდა გადავაგდოთ.
ვრცლად: