პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცხვარიჭამიაში მოკლულ 20 წლის მირიან კუკავას მეზობლები დადებითად ახასიათებენ.
„დაბადების დღეზე იყვნენ და ეს ინციდენტი იქ მოხდა, მაგრამ როდემდე უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევები. კანონი არ უნდა არსებობდეს?
ისეთი ბიჭი იყო, არ ვიცი. ასეთი ბიჭი ჯერ არ დაბადებულა. ჯერ მარტო რამდენი უცხო ენა იცოდა. ზრდილობიანი კულტურული, განათლებული იყო“, – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, რომელიც მირიან კუკავას კარგად იცნობდა.
„დაბადების დღეზე იყო და რაღაც ინციდენტი მოხდა. დეტალები არ ვიცი“. – აღნიშნავს მირიანის ერთ-ერთი მეზობელი.
„ახლა გავიგე, მომხდარის შესახებ. ჩვენს ხელში გაიზარდა, ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო“, – თვალცრემლიანი საუბრობს ერთ-ერთი მეზობელი.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.