პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები ხმარებაში აღარ იქნება. აღნიშნული ცვლილება 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს პოლიეთილენის ჩანთის ზომაც.
კომპანია „აა პლასტის" იურისტის მელიტა ტყაბლაძის თქმით, სავარაუდოა, რომ ცვლილების შედეგად ასაწონი პარკის საფასურის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს, რადგან პოლიეთილენთან შედარებით ბიო პარკის ფასი მინიმუმ 3-ჯერ ძვირია.
2023 წლის იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალება
ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები ხმარებაში აღარ იქნება. აღნიშნული ცვლილება 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს პოლიეთილენის ჩანთის ზომაც.
კომპანია "აა პლასტის" იურისტის მელიტა ტყაბლაძის თქმით, სავარაუდოა, რომ ცვლილების შედეგად ასაწონი პარკის საფასურის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს, რადგან პოლიეთილენთან შედარებით ბიო პარკის ფასი მინიმუმ 3-ჯერ ძვირია.
„ყველა ახალი დადგენილება, ინიციატივა, როცა ეს დროში სწორად არ არის გაწერილი და სწრაფი ინტერვალებით ხორციელდება, მეწარმეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ზოგისთვის იწვევს გართულებას, ჩამოშლას, დახურვას და საბოლოოდ ვიღებთ გაძვირებულ პროდუქტს. ბოლო ახალი დადგენილებით რაც გადმოგვეცა ეხება შემდეგს - ყველა შესაფუთ პროდუქტზე უნდა იყოს ნიშანდება, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და გარიგების საფუძველზე იქნება მხარეებს შორის.
მეორეა, რომ თუ დღემდე მარკეტებში ასაწონი თუ შესაფუთ პროდუქციაზე გამოიყენება პოლიეთილენის პარკი, ესეც ხმარებიდან ეტაპობრივად ამოდის. აღნიშნული პროდუქტი, რომელიც განთავსებულია შესაბამისს დასაფასოებელ პუნქტებთან, უნდა მოხდეს მისი ბიოთი ჩანაცვლება და ამავე დროს ნიშანდება. ბოლო რედაქციით ეს ძალაში 2023 წლის 2 იანვრიდან შედის. ასევე ცვლილებები ეხება პოლიეთილენის ჩანთის ზომას, თუ აქამდე იყო 45 /75-მდე ზომებში, ის იზრდება 1 მეტრამდე. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ხმარებიდან უნდა ამოვიდეს ეს ჩანთებიც," - განაცხადა ტყაბლაძემ.
კითხვაზე - გახდება თუ არა ფასიანი ასაწონად განკუთვნილი პარკები, მან თქვა, რომ ეს თავად ობიექტზე იქნება დამოკიდებული.
„ვერ წარმომიდგენია, რომ ობიექტებმა უფასოდ მიაწოდონ მომხმარებელს, რადგან თუკი დღეს მისი ღირებულება პირობითად 1,5 თეთრია ალბათ 3,5 – 4 თეთრამდე გაიზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მწარმოებლებს ეზრდებათ მადა, ეს გამოიწვია ყველამ იმ ახალმა რეგულაციამ, რაც მწარმოებლებისთვის იქნა მიღებული. რაც უფრო მეტ წარმოების ციკლს გადის პროდუქცია დანადგარიდან ქსელამდე, ცხადია ეს ფასზე ახდენს გავლენას.
ამასთან, რამდენი კანონიც არ უნდა იყოს მიღებული, თუ წარმოების პროცესიდან ბოლომდე არ მოხდა კონტროლი, რთულია კანონის წარმატებაზე საუბარი. დღემდე თითქმის ყველა რგოლში მონიტორინგის პრობლემაა. ვრჩებით რამდენიმე კომპანია, რომელიც ასრულებს ყველა ვალდებულებას, მაგრამ არიან მთელი რიგი მეწარმეები, რომლებიც არ მიჰყვებიან და იციან, რომ მაინც მოგებას იღებენ, რადგან მონიტორინგში სადღაც წყვეტაა," - განაცხადა ტყაბლაძემ.