გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: ჩვენზე ზეწოლას ვერ მოახდენენ, მტკიცედ ვდგავართ დიალოგის, პატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვაზე

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები

ჩვენზე ზეწოლას ვერ მოახდენენ, მტკიცედ ვდგავართ დიალოგის, პატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვაზე, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის ტარიფებით მუქარა, პოზიციას ვერ ცვლის.

„ჩვენ მივიღეთ სხვა ქვეყნებისა და მთავრობის მეთაურების მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია. არა როგორც ჩარევა, არამედ როგორც მკაფიო აღიარება იმისა, რომ გრენლანდია არის დემოკრატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება“, – აღნიშნა ნისლენმა.