ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც შიშზე საუბრობს:
„ჩვენ ხშირად გვეშინია საკუთარი შიშების. გვინდა, რომ ისინი უბრალოდ არ არსებობდნენ. მაგრამ გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი და ასტროლოგი, ფრიც რიმანი გვასწავლის, რომ შიში ჩვენი მტერი კი არა, ჩვენი არსებობის აუცილებელი თანამგზავრია.
რიმანი უნიკალური ფიგურა იყო მეცნიერებაში. ის არ ყოფილა მხოლოდ „კაბინეტის ფსიქოლოგი“. ის იყო ადამიანი, რომელმაც გაბედა და ფსიქოანალიზი ვარსკვლავებს დააკავშირა.
თავის ფუნდამენტურ ნაშრომში — „შიშის ძირითადი ფორმები“, მან სამყაროს მამოძრავებელი ფიზიკური კანონები ადამიანის ფსიქიკას მოარგო. მან გამოყო ოთხი კოსმოსური იმპულსი, რომელიც მართავს პლანეტებსაც და ადამიანებსაც:
ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო (ინდივიდუალიზმი);
ბრუნვა მზის გარშემო (თანადგომა, მორჩილება);
ცენტრისკენული ძალა (სიმყარე, სტაბილურობა);
ცენტრიდანული ძალა (ცვლილება, გაფართოება).
თითოეული ჩვენგანი ატარებს ამ ოთხივე ენერგიას, თუმცა რომელიღაც ერთი ყოველთვის დომინირებს. და როცა ეს ენერგია ზღვარს გადადის, ჩნდება კონკრეტული შიში და ყალიბდება კონკრეტული ფსიქოტიპაჟი.
ხვალიდან, 19 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, პატრეონზე ვიწყებ ახალ, ექსკლუზიურ საგანმანათლებლო ციკლს: „შიშის 4 სახე — ასტროფსიქოლოგიური არქეტიპები“.
ოთხი დღის განმავლობაში, დეტალურად განვიხილავთ თითოეულ ფსიქოტიპს:
ნაწილი I (ხვალ): შიზოიდური პიროვნება — ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად საკუთარი თავისუფლების დაკარგვის და „სხვებთან ათქვეფის“ ეშინიათ.
ნაწილი II: დეპრესიული პიროვნება — შიში მიტოვების და მარტოობის წინაშე.
ნაწილი III: ობსესიური პიროვნება — შიში ცვლილებისა და ქაოსის წინაშე.
ნაწილი IV: ისტერიული პიროვნება — შიში
აუცილებლობისა და თავისუფლების შეზღუდვის წინაშე.
ეს არ არის მშრალი თეორია. ეს არის სარკე, რომელშიც საკუთარ თავს და გარშემომყოფებს დაინახავთ.
გამოიწერეთ პატრეონი და შემოგვიერთდით ამ საინტერესო მოგზაურობაში ადამიანის ფსიქიკის ლაბირინთებში“,- წერს რამაზ გიგაური.