ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2025 წლისთვის ბევრი მოვლენა იწინასწარმეტყველეს - რომელი მათგანი ახდა
1765739110
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს და ამბობს, რომ „აქტიური ციკლონის გავლენის შედეგად, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასებს ავრცელებს, საქართველოს ტერიტორიაზე 17 დეკემბრამდე მოსალოდნელია არახელსაყრელი ამინდი“.
„სამშაბათამდე დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლისა და ქარბუქის სახით. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ტალღის სიმაღლე 5 ბალი.ტემპერატურა უფრო დაიკლებს და წინ ცივი დღეები გველოდება, მაგრამ ჩვენს დიდებულ ქალაქებში თოვლი მოსალოდნელი არ არის, ითოვებს მხოლოდ ზამთრის კურორტებზე“ - წერს მეტეოროლოგი.