პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის „ვერხოვნა რადაში" უმრავლესობის ლიდერმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ, Fox News-ის პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერს ნანა საჯაიას და გადაცემის წამყვანს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა.
ამის შესახებ ნანა საჯაია სოციალურ ქსელში წერს.
"არახამია ვაშინგტონში რომ ჩამოვიდა, მომწერა - შენთვის საჩუქარი მაქვსო. მეთქი რა ესაჩუქრება, ან რამ მოაფიქრა.
გუშინ მოვიდა და ულამაზესი შეფუთვიდან ამერიკული გასროლილი ტყვიებისგან ხელნაკეთი ბრასლეტი გამიკეთა მაჯაზე.
სტუდიაში შესვლის წინ მკითხა, უხერხული ხომ არ იქნება წამყვანსაც ვაჩუქოო. ინტერვიუს ბოლოს მასაც აჩუქა და უთხრა - ამერიკულ იარაღს მეორადი გამოყენება მოვუძებნეთო.
ასე გვიკეთია მე და გრიფს 7.62x39 ვაზნებისგან აწყობილი სამაჯური.",- წერს ჟურნალისტი.
Fox News-ისთვის 18 ივნისს მიცემულ ინტერვიუში, არახამიამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა კიევი მოამარაგოს HIMARS-ის სისტემებით („მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“), რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის არმიისთვის ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. მისი თქმით, ამის თაობაზე უკრაინას ჯერჯერობით არ მიუღია დაპირება.
„ჩვენთვის იარაღი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული,“ - აღნიშნა დავით არახამიამ.