პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო, ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად, მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კასიანოვი ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარშს დაესწრო.
„ჩვენთვის ეს დღე გადაფარულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, რომელიც კვლავ გრძელდება და მათთვის ყველა საჭირო მოთხოვნილებების უზრუნველყოფისთვის, რათა თავი იგრძნონ როგორც მეორე სახლში. ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია“,- განაცხადა კასიანოვმა.