ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მის მორიგ პორტრეტს აქვეყნებს, რომელიც მოსწავლემ აჩუქა და წერს:
,,დღეს კიდევ ერთი პორტრეტი დამახვედრა შესანიშნავმა მოსწავლემ. ცხადია, მე გამოქვეყნება არასდროს დამეზარება და ძალიანაც მადლობელი ვარ, დაუმსახურებელი საჩუქარია ჩემთვის. თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა: დღეს ისეთი კარგი მასწავლებელი ახლდა, სრულიად გამორიცხულია, მაგრამ სხვა შემთხვევებისას, იმედია, პედაგოგები არ ავალებენ ჩემს დახატვას მოსწავლეებს. ასე, როცა გაიზრდება, ძალიან ცუდად გავახსენდები - ყველაზე ნაკლებად კი ეგ მინდა.
ჰოდა, ნუღარ დამხატავთ ბავშვებო - უამრავი ვინმე და რამეა დასახატი. მე ის უფრო გამიხარდება, წიგნებს რომ წაიკითხავთ, თქვენთვის რომ მომაქვს", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.