ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას თავისი ინტუიციისა და შინაგანი ხმის შესახებ საუბრობს, რომლის საშუალებითაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
„ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს და ამის წყალობით, არაერთი ადამიანი მყავს სიკვდილს გადარჩენილი, მათ შორის ბავშვებიც. სასწაული ფაქტებიც მომხდარა, რომელიც ჩემდა უნებურად, ისე ხდებოდა, ახსნასაც ვერ ვპოულობ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, გავიფიქრებ ვინმეზე, ალბათ, ათი წელია არ მინახავს,
ნეტავ როგორ არის-მეთქი და იმ დღეს შემხვდება სრულიად შემთხვევით.
ხშირად ყოფილა, გამიფიქრებია რამე და ზუსტად ის მომხდარა. ასე რომ, ჩემი თილისმა გიშრის მძივია, რომელსაც სულ ვატარებ და ძალიან მიყვარს. ამას წინათ გამიწყდა, ავაწყვე და ისევ გავიკეთე. როცა გიშრის მძივი მიწყდება, ვხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება და იმ მომენტში ის თავის თავზე იღებს, იმ ცუდს. – სიზმრები თუგიხდებათ? – სიზმრების თემა, ნამდვილი სასწაულია ჩემთვის. წინასწარ კი არ ვნახულობ სიზმრებს, რაც უნდა მოხდეს, არამედ, ვნახულობ იმას, რაც რეალურად იმ წამს ხდება“, – ამბობს ასმათ ტყაბლაძე.