თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
ხატია სიჭინავა ამბობს, რომ მეუღლესთან ოჯახის შექმნამდე დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ამის შესახებ მან გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.
„არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს, ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო. ჩემი დედამთილი წინა თაობის წარმომადგენელია. მე იმ დროს ტელევიზიაში ვმუშაობდი და სრულიად საქართველო ურეკავდა - ეს გოგო სახლში არ შეუშვაო. ეს ენები მაინც მოქმედებს - ჩვენზეც კი მოქმედებს, არათუ ჩვენს წინა თაობაზე. იკლავდა თავს, არ მინდაო. ამ შემთხვევაში ჩემმა ქმარმა მაშინ არჩევანი გააკეთა და ჩვენ შევქმენით ოჯახი“, - ამბობს ხატია სიჭინავა.