თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას მკაფიო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკრაინულ მხარეს უკრაინის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტის განახლების ინტერესი არ აქვს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერც ფიცომ განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნავთობსადენის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, რადგან, სლოვაკეთის დაზვერვის მონაცემებით, ნავთობსადენი დაზიანებული არ არის, მაშინ როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის აღდგენას დიდი დრო სჭირდება.
რობერტ ფიცოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ინსპექტირების ჯგუფის შექმნა სურს ევროკომისიის ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ნავთობსადენის დაზიანების სიმძიმეს.
„უკრაინის პრეზიდენტს შევახსენე, რომ უკრაინულმა მხარემ აქამდე არ მისცა კიევში ჩვენს ელჩს ასეთი შემოწმების ჩატარების უფლება და რომ ამის შესაძლებლობა უკრაინაში ევროკავშირის ელჩსაც კი არ მიეცა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მილსადენის შემოწმებაზე უარი განაცხადა და მიზეზად უკრაინის დაზვერვის სამსახურების ნეგატიურ პოზიციაზე მიუთითა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.