ზელენსკი აცხადებს, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები ჯერ არ მიუღია

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები ჯერ არ მიუღია.

„სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ასეთი შეთავაზებები არ მიმიღია. მაგრამ სიამოვნებით მივიღებდი. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმეს მოუნდება… მაგრამ ეს არ ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე რუსეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აქტიურად მუშაობენ უკრაინისთვის ბირთვული იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებებზე და აპირებენ ამ იარაღის გადაცემის შენიღბვას, თითქოს უკრაინამ საკუთარი იარაღი განავითარა.

ზელენსკის მტკიცებით, როგორც წესი, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე გამარჯვებას ვერ აღწევს, ის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ძებნას იწყებს.