დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
ექიმი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.
„ძვირფასო მშობლებო, კიდევ ერთხელ, ამ სივრცეში, მინდა პასუხი გავცე თქვენს მიერ უხშირესად დასმულ კითხვებს... ვირუსული ინფექციების აღზევების პერიოდია, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ჩვენი პატარები მიეკუთვნებიან, განსაკუთრებით 2-დან 6 წლამდე ასაკი, რომლებიც ორგანიზებულ კოჰორტას წარმოადგენენ(ბავშვთა დაწესებულებებში დადიან) ჯერ არ არიან შეხვედრილი სეზონურ ვირუსებს და ყოველი მათი შეხვედრა ამ "არსებებთან" ავადობით გვირგვინდება.
ამ ასაკობრივმა ჯგუფმა შეიძლება წელიწადში 6-დან 8 ჯერ იავადოს, სწორედ ამ პაემნებით იქმნება იმუნიტეტი და არა მედიკამენტების დახმარებით, მთავარია, ორგანიზმში შეჭრილმა ვირუსმა, გამრავლების შემდეგ, მალე მოათაოს სტუმრობა და დატოვოს ორგნიზმი 5-7 დღეში, არ მოხდეს გართულება, ბაქტერიული ფლორის აქტივაცია და არ გახდეს საჭირო სერიოზული მკურნალობა (არ გართულდეს პნევმონიით, ოტიტით, ბაქტერიული ტონზილიტით და ა.შ). საყურადღებოა არა ხშირი, არამედ გახანგრძლივებული და გართულებული ავადობა ანთებითი პროცესების კლინიკური გამოვლინებით და ანტიბაქტერიული საშუალებების აუცილებელი ჩართვით.
როდესაც ვირუსი იჭრება ორგანიზმში, უხშირესად პირველი საპასუხო რეაქცია ორგანიზმის მხრიდან არის ტემპერატურა, ხშირად ჰექტიური, მისი მეშვეობით ორგანიზმი ააქტიურებს იმუნური სისტემის ჯარისკაცებს და უცხადებს ომს გამომწვევს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ტემპერატურის, რა თქმა უნდა, უნდა შეებრძოლოთ მაღალ ტემპერატურას 38.5 გრადუსზე ზევით, მაგრამ ზოგჯერ ანტიპირეტული საშუალების ფონზეც მიიწევს ტემპერატურა მაღლა (განსაკუთრებით, ვირუსის რეპლიკაციის პირველ 48 საათში) ის შეუპოვარია და ამით გპაუხობთ "შემეშვი, მე ომში ვარ, უნდა მოვკლა ვირუსი" (გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები,რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ გულყრა ტემპერატურაზე) შემდგომ ტემპერატურული პიკები მცირდება და ინტერვალიც ხანგრძლივდება. არც ექიმის დანახვის ეშინია სიცხეს, რომ მეორე დღესვე დარეგულირდეს, მას თავისი დრო აქვს...
არ არის სწორი, როდესაც მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ აღარ ატაროს ბავშვი ბაღში ხშირი ავადობის გამო, აბა როგორ შეიქმნას ვირუსების მიმართ იმუნური მეხსიერება???? "თვეში 4 ჯერ ავადობს ჩემი შვილიო", ზოგჯერ ასეცაა, მაგრამ ეს ორგანიზმის სისუსტეზე სულაც არ მიუთითებს, ერთდროულად გააქტიურებულია ბევრი სხვადასხვა ვირუსი და ხდება მათი ზედდება. 6 წელს რომ მიაღწევს თქვენი შვილი, ეს სტატუსიც გაგახსენდებათ ღიმილით, როდესაც თქვენი შვილის ავადობა გაიშვიათდება!
იმუნიტეტს ქმნის ვირუსებთან შეხვედრა და ვაქცინაცია, არც ის მიმაჩნია სწორად რომ ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გახანგრძლივებული ხველით, რინორეით ან რინოობსტრუქციით (ნორმალური ტემპერატურის ფონზე) არ ხდება ბავშვთა დაშვება ბავშვთა დაწესებულებებში, ეს არ არის მწვავე მდგომარეობა და ასეთი ბავშვი ვერ გაავრცელებს ვირუსს, არ შეიძლება ბავშვის გაჩერება სახლში თვეობით, ბავშვს სჭირდება განვითარება და თანატოლებთან კომუნიკაციაც.
ვირუსს ავრცელებს ადამიანი სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში, ხშირია შემთხვევები,როდესაც დედიკოები სიცხის დამწევს აძლევენ ბავშვს და მიჰყავთ დაწესებულებაში, აი ეს არასწორია ნამდვილად!! ცხელება,ღებინება,ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი,ხველა,თავის ტკივილი,კუნთების,ძვლების და სახსრების ტკივილი,ყელის ტკივილი,ეს სიმპტომებია ძირითადად ვირუსის რეპერტუარი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ!!!
ვირუსული ინფექციის მკურნალობა ხდება სიმპტომურად, არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე!! ვირუსს არ ეშინია მათი!!! ვირუსს წყლის ეშინია,წყალი დევნის მათ ორგანიზმიდან!!! როგორ დავიცვათ ბავშვები??? არ ვიცი, ისევ იმ ტრადიციულ წესებს შემოგთავაზებთ,რომლებიც კარგადაა ცნობილი თქვენთვის. ასწავლეთ ბავშვებს ჰიგიენური ეტიკეტის დაცვა (ხველის და ცემინების დროს) ხშირი ხელების დაბანა (მადლობა კოვიდს, პატარებმაც კი ისწავლეს ), ოთახების ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება, სწორი კვება, ყველა იმ მიკრო და მაკრონუტრიენტების ჩართვით,რომლებიც აძლიერებენ ბავშვის როგორც უჯრედული ასევე ჰუმორული იმუნიტეტის პასუხს (მესმის თქვენი ძალიან რთული რჩევაა )ფეხით სიარული (ვისაც შეუძლია), აქტიური ფიზიკური დატვირთვა. თქვენი ექიმები თქვენს სამსახურში არიან, დაურეკეთ, მისწერეთ, ვიზიტის საჭიროებასაც ისინი განსაზღვრავენ!!! ჯანმრთელობა ჩვენს პატარებს და ყველას, ვინც მათზე გულწრფელად ზრუნავს", - წერს მედიკოსი.