„არ მინდა დავიჯერო, მეგობარო...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გერმანიის სასწრაფო

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ციცინო ვახტანგაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ და ემოციური პოსტით ემშვიდობებიან.

„იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ციცინო ვახტანგაძე გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს...

როგორ არ მინდა დავიჯერო მეგობარო შენი გარდაცვალება. ციცინო ვახტანგაძე, ნუთუ ასე უნდა დაგესრულებინა ამდენი წლის ემიგრანტობა, ნუთუ, იტალიაში უნდა დაგეტოვებინა შენი ალალი და კეთილი სული. ძალიან გული გვატკინე ყველას, მჯერა, სამოთხის კარებს გაგიღებს უფალი და შენს უბოროტო სულს ნათელი არ მოაკლდება. შეხვედრამდე, მეგობარო“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

Louis Vuitton-მა გამოუშვა ლანჩის ჩანთა, რომელიც 3 000$-ზე მეტი ღირს

Gen Z-თან მუშაობა ძალიან გამაღიზიანებელია - ჯოდი ფოსტერი

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს