1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯოდი ფოსტერმა The Guardian-თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში Gen Z გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ თაობის ადამიანებთან ერთად მუშაობა მისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. ოსკაროსანი მსახიობის თქმით, მუშაობისადმი Gen Z-ის დამოკიდებულების გაგება ძალიან უჭირს, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.
„Gen Z-თან მუშაობა ძალიან გამაღიზიანებელია. Gen Z თანამშრომელმა შეიძლება გითხრას, რომ რაღაც ხასიათზე ვერ არის, ამიტომ სამსახურში უფრო გვიან მოვა", - განაცხადა ჯოდი ფოსტერმა და ისიც აღნიშნა, რომ Gen Z სამსახურებრივი მეილების წერაშიც მოიკოჭლებს.
„როცა Gen Z თანამშრომლების მიერ მოწერილი მეილები გრამატიკულად გაუმართავია, ვეკითხები, გამოგზავნამდე თუ გადაამოწმეს, ისინი კი მპასუხობენ, რომ ამას საჭიროდ არ მიიჩნევენ და ეს ერთგვარი შეზღუდვაა", - დასძინა მსახიობმა.
მიუხედავად კრიტიკისა, ჯოდი ფოსტერმა აღნიშნა, რომ Gen Z მსახიობებიდან ბელა რემზით აღფრთოვანებულია. ჟურნალ Elle-ის ღონისძიებაზე ჯოდი ფოსტერმა მოითხოვა, რომ სცენაზე სწორედ ბელა რემზის წარედგინა. ჯოდი ფოსტერმა ბელა რემზის ღონისძიებისთვის შერჩეული სამოსიც შეუქო და ისიც აღნიშნა, რომ დანარჩენი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ბელა უმაკიაჟოდ იყო, რაც მისი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა.
შეგახსენებთ, რომ ჯოდი ფოსტერი ამჟამად True Detective-ის მე-4 სეზონში მონაწილეობს, რომლის პრემიერაც 14 იანვარს შედგა.
ასევე ნახეთ:
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებულები თედო ბექაური და ანნა ბირთველიშვილი გახდნენ
როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ნიცა თავაძემ იუბილე - ნეაპოლიდან კადრები გავრცელდა