ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
Louis Vuitton-მა გამოუშვა ლანჩის ჩანთა, რომელიც $3 000-ზე მეტი ღირს. დიზაინის ავტორი ბრენდის, კრეატიული დირექტორი, ყველასათვის ცნობილი მომღერალი და პროდიუსერი, ფარელ უილიამსია. ჩანთა უილიამსის სადებიუტო კოლექციის ჩვენებისას, პარიზში, ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გამოჩნდა. იგი მთლიანად ტყავისგანაა დამზადებული.
ჩანთა ექსკლუზიურად მიმდინარე წლის დასაწყისში, 4 იანვარს, ჰოლივუდში გაიყიდა. იგი $3 130-ად შეიძინეს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მართალია, ჩანთა ე.წ. "ლანჩბოქსისთვისაა" განკუთვნილი, თუმცა ის გაცილებით დიდია და ყოველდღიურად მეტ ფუნქციასაც ითავსებს.
მარტივი დიზაინის მქონე ჩანთების რებრენდინგი მოდის სამყაროში ახალი მოვლენა არაა. ითვლება, რომ იდეის თავდაპირველი ინიციატორი Balenciaga იყო, რომელმაც 2017 წელს Ikea-ს 99 ცენტიანი ჩანთის რეპლიკა $2 145-ად შემოგვთავაზა.
ასევე ნახეთ:
ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 6 ქართველთან ერთად საბერძნეთში დააკავეს