„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
ავიადარტყმების გამაფრთხილებელ სიგნალად უკრაინის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ეკლესიის ზარებიც იყოს გამოყენებული.
როგორც უმაღლესი რადას "ტელეგრამ" არხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ეკლესიის ზარების რეკვას გაიგებს, თავშესაფრებს უნდა მიაშუროს.
"ყურადღებით! - მთელ უკრაინაში განგაშის სიგნალად შესაძლოა ეკლესიის ზარების ხმა იქნეს გამოყენებული. როგორც კი ზარების ხმას გაიგებთ, დაუყოვნებლივ თავშესაფარს შეაფარეთ თავი," - აღნიშნულია განცხადებაში.