აქცია მელიქიშვილის გამზირზე დასრულებულია - სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ

აქვ

აქცია მელიქიშვილის გამზირზე დასრულებულია. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება ოპოზიციის სახელით ზურა გირჩი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ მელიქიშვილის გამზირზე პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა შინაარსს არის მოკლებული, რადგან აქციის მონაწილეები დაიღლებიან, გეგმების შესახებ კი დღის განმავლობაში ისაუბრებენ.

„ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ ნაბიჯს, რასაც გავაკეთებთ, სავარაუდოდ, ალბათ უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რაიმე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და იმათ [ხელისუფლებას] მწყობრიდან გამოიყვანს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც გატეხილი სკამებით იყო ჩახერგილი, სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები ტოვებენ ტერიტორიას და სამართალდამცველების გადიან ტერიტორიიდან.