საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

"ნიკოლ ფაშინიანმა კოლეგას გააცნო ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები და პროექტი "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".

ასევე საუბარი შეეხო ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ, ეუთო-სთვის ერთობლივ მიმართვას, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე", – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.