ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა ეს მონაცემი პანდემიის დროს გაზრდილია - ბიძინა კულუმბეგოვი

bidzina kulumbegovi

„არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა, პანდემიის პირობებში კი ეს მონაცემები გაზრდილია.

„2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემი პანდემიის დროს ანტიბიოტიკების რაციონალური თუ არარაცინალური გამოყენების გამო გაზრდილია სამწუხაროდ. სტატიაში საქართველოს მონაცემებს თუ დავაკვირდებით ყველა ძირითადი გამომწვევვის მიმართ არსებული ანტიბიოტიკების რეზისტენტიბა 40 დან 90% მდე მერყეობს.

არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად! გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს“,- წერს კულუმბეგოვი.