1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მოკლული 14 წლის გოგონას ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ანეგლოზი ბავშვი... გარდაცვლილი 14 წლის გოგო“.
ცნობისთვის, 14 წლის გოგო, რომელიც გუშინ მოკლეს, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. არასრულწლოვანი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც, მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.
არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის „გათხოვილი“ იყო, კაცმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 28 წლის მამაკაცი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ასევე ნახეთ:
ოზურგეთელი ნიკოლოზ ცეცხლაძე ამერიკის სავაჭრო პალატის სტიპენდიატია
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ პალესტინელებმა მძევლები ღაზას სექტორში გადაიყვანეს