1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ნიკოლოზმა დაამთავრა ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლა, ასევე დაამთავრა ოზურგეთში ამერიკული 2 წლიანი პროგრამა ENGLISH ACCESS MICROLARSHIP PROGRAM (PH INTERNACIONAL, რომელიც ითვალისწინებს ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლას. სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა ის, რომ ინგლისურში არცერთი სარეპეტიტორო საათით არ უსარგებლია და პირდაპირ ეროვნულ გამოცდაზე მოისმინა საგამოცდო საკითხები და მიიღო 70-დან 67 ქულა. წელს კი ჩააბარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე.
როგორც ნიკოლოზის დედამ, ნათია ნინიძემ გამომცემლობა “ალიონს” უთხრა, ნიკოლოზმა გაიარა ბევრი საფეხური, ასევე სპეციალური კომისიაც, სადაც შეხვედრისას ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული უშუალოდ ნიკოლოზთან, რაზეც ძალიან გულწრფელი და მიზანდასახული პასუხები ჰქონდა.
წყარო: გურია ნიუსი