GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1770223656
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს აქვეყნებს.
„მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება. სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში დღეს - 3 თებერვლის შუადღის საათებიდან, ამინდი მკვეთრად შეიცვლება, მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი 22 მეტრ წამამდე და წვიმა.
აღმოსავლეთ საქართველოში - საღამოს საათებიდან მოსალოდნელია ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი 28 მეტრ წამამდე.
ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ზამთრის კურორტებზე კი თოვლი და ქარბუქი. გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები. 4 თებერვალს საღამოს საათებში ამინდი მთელს ქვეყანაში გაუმჯობესდება“,- წერს კობა ფარტენაძე.