ტაილანდელი ინფლუენსერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1785329385
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:
30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).