ტაილანდელი ინფლუენსერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ტაილანდელი იუთუბერი

 ტაილანდელი იუთუბერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინფლუენსერი, ძებნის გამოცხადებიდან მეორე დღეს, სასტუმროს ნომერში ნახეს გარდაცვლილი.

ოჯახი საქართველოში ჩამოსულ იუთუბერს ბოლოს 13 ივლისს ესაუბრა. მას შემდეგ დაკავშირებას ვეღარ ახერხებდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცახდებენ, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.