პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკაში მცხოვრები თელაველი ექიმის ინიციატივით, უკრაინელ ლტოვილებს სასმელი წყლის დასამზადებელი, ერთი მილიონი ფილტრი გაუგზავნეს. ფილტრებს სამხრეთ უკრაინასა და პოლონეთში მყოფი უკრაინელები გამოიყენებენ.
ექიმი დავით მრელაშვილი ამბობს, რომ ტვირთი ამერიკიდან უკვე გაგზავნილია და ის ლტოლვილ მოსახლეობას ჩაბარდა.
„ყველაფერი უკვე გადავაფრინეთ ამერიკიდან და ჩავაბარეთ უკრაინელებს პოლონეთში. გაუყვა გზას სამხრეთ უკრაინის ქალაქებისკენაც, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ფილტრების გარდა,საჭიროა, ნებისმიერი ბუნებაშივე არსებული გუბე, ტბა თუ მდინარის წყალი, რაც ადგილობრივად უხვად აქვთ. ტექნოლოგიები წინ მიჰქრის ყველა სფეროში და საჭირო დროს ისეთ რამეებს შვრება, რაც ჩვენსავე ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპებზე სასწაულად ითვლებოდა“,- აცხადებს ექიმი.
ხელსაწყოს, რომელსაც შიგნით ფილტრი აქვს ჩამონტაჟებული ასი ტონა სასმელად გამოუსადეგარი წყლის დასალევ წყალად გადაქცევა შეუძლია.
რამდენიმე დღის წინ, დავით მრელაშვილი წერდა, რომ ასეთი გზით მარიუპოლის ალყაში მოქცეული მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების საკითხის გადაწყვეტაც შეიძლება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი