ამაზე ფსიქოლოგებმა და სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ... ჩემთვის პატრიარქმა უკვე მოახდინა პირველი სასწაული... - ზურა შევარდნაძე

შევარდნაძე

მებაღე ზურა შევარდნაძე პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო გლოვას ეხმაურება. მისი თქმით, ის რაც ახლა სამებაში ხდება ჩვეულებრივი ამბავი არ არის.

„მთელი ღამე იქ ვიყავი. ის რაც ახლა სამებაში ხდება არის იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ამაზე ალბათ ფსიქოლოგებმა და სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. მაგრამ რაღაც უცნაური და ძალიან დიდი რომ ხდება ეს ფაქტია. პირველად მაქვს ჩემს ცხოვრებაში განცდა უდიდესი სევდის, უდიდესი ტკივილის, დანაკარგის მისი უწმინდესობის ჩვენთან ცოცხლად არ ყოფნის, მისი წასვლით, მაგრამ ამავე დროს უდიდესი სიხარულის, მარტო მას შეეძლო ასეთი რამე გაეკეთებინა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ამის შემხედვარე ბედნიერების განცდაც აქვს. ადამიანები გაუცნობიერებლად ფოტოებს იღებენ პანაშვიდის რიგში, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, მოსწონთ ადამიანებს თავისი თავი ამ მდგომარეობაში, თანაგრძნობის მდგომარეობაში. ზრუნავენ ერთმანეთზე, თურმე შეგვძლებია ერთად ყოფნა და ერთმანეთის სიყვარული, ჩემთვის უწმინდესმა უკვე მოახდინა პირველი სასწაული...ასეთი განცდა ჩემს ცხოვრებაში არასდროს მქონია, დიდი ტკივილი და დიდი სიხარულის.“ - ამბობს ვიდეოში ზურა შევარდნაძე.