„ამან მშობლები არ უნდა შეაშინოს“ - პედიატრები ბავშვებში გრიპის უჩვეულო სიმპტომზე საუბრობენ

გრიპი

წელს გრიპის სეზონი მხოლოდ საქართველოს არ უტევს. გრიპით ვირუსით ინფიცირებული ბავშვები სულ უფრო ხშირად ხვდებიან კლინიკებში ჰალუცინაციებით. ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ეს კლასიკური სიმპტომია, რომელმაც არ უნდა შეაშინოთ.

სიცხის დროს ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს ვირუსს ებრძოლოს და სიცხის ფონზე შესაძლოა ბავშვს ბოდვები დაეწყოს, თუმცა ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ დიდხანს არ გრძელდება.

პედიატრი კეტრინ მაკკინლი აღნიშნავს, რომ ბავშვებს ხმები ჩაესმით და ამბობენ, რომ რაღაც უცნაურ ობიექტებს ხედავენ შორს ან ახლო მანძილზე. ზოგი ამბობს, რომ ვიღაც ან რაღაც ცდილობს ზიანი მიაყენოს მათ.

„ეს ყველაფერი დელირიუმის კლასიკური ნიშნებია, რომელიც თან ახლავს ცხელებას. ჩვენი ტვინი მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ, ამიტომ მათ შეუძლიათ ჰალუცინაციები გამოიწვიოს, რაც არღვევს ტვინის ნორმალურ აქტივობას. მაგრამ ეს ეპიზოდები, როგორც წესი, გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთს და არ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ამან მშობლები არ უნდა შეაშინოს” - ამბობს პედიატრი კეტრინ მაკკინლი.

წყარო: